ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ თბილისის 142-ე საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებთან შინაური ცხოველების შესახებ საინფორმაციო--შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილს პედაგოგებთან ერთად, სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი ბავშვებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეებმა სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე იმსჯლეს, მათ შორის, პატრონების მიერ ცხოველების მიტოვების პრობლემასა და შედეგად, მიუსაფარი ცხოველების სიმრავლეზე, ასევე, ცხოველების რეგისტრაციასა და გამრავლების საკითხზე გაამახვილეს ყურადღება.
მოსწავლეებმა ჯგუფური სამუშაოების ფორმატში განიხილეს და შემდეგ, წარმოადგინეს, თუ რა ვალდებულებები ეკისრება პატრონს ცხოველის აყვანისას.




142-ე საჯარო სკოლაში შექმნილი სამოქალქო კლუბი შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებას, USAID-ის სამოქალაქო განათლების მხარდამჭერი პროექტის - ,,იზრუნე და შეიფარე შენი ოთხფეხა მეგობარი“ ფარგლებში ახორციელებს. აღნიშნული პროექტის მეშვეობით ბავშვები სხვადასხვა მისამართზე ქუჩის ბინადარი ძაღლებისათვის ხის სახლებსაც განათავსებენ.
No comments:
Post a Comment